Print PDF

,,საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“(GSCE)

მიზნობრივი განვითარების გზები


  • წარმოადგინოს და დაიცვას საზოგადოების ინტერესები სახელმწიფო ორგანოებში, საერთაშორისო და საზღვარგარეთის საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.
  • გამოვიდეს ინიციატივით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა საჭირო წინადადებების შეტანის მიზნით.
  • განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციული, ტექნიკური და სხვა ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების ძირითადი მიზნების და მიმართულებების რეალიზაციისათვის.
  • შეიმუშავოს და გამოსცეს რეკომენდაციები და სხვა მეთოდური დოკუმენტები საზოგადოების მიერ პროექტირების და მშენებლობის საკითხებზე.
  • განახორციელოს გამომცემლობითი, საინფორმაციო და სარეკლამო საქმიანობა, ხელი შეუწყოს საივესტიციო-სამშენებლო სფეროში მიღწევების და მოწინავე გამოცდილების პოპულარიზაციას.
  • ორგანიზება გაუკეთოს კონკურსების ჩატარებას, მოაწყოს გამოფენები, კონფერენციები, სიმპოზიუმები. მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო ბაზრობებზე, გამოფენებზე და კონკურსებში.
  • მიავლინოს საზოგადოების წევრები საზღვარგარეთ ცალკეულ პროგრამების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე სტაჟირებისათვის და გამოცდილების გასაზიარებლად საზღვარგარეთის სამშენებლო, საპროექტო ფირმებში და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. უცხოურ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავოს ერთობლივი პროგრამები, ჩაატაროს პროექტების ექსპერტიზა, ამოცანები, რომლებიც შედის საზოგადოების ინტერესებში.
  • შექმნას განყოფილებები, პირველადი ორგანიზაციები, ფილიალები და წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებში და საზღვარგარეთ. აგრეთვე სხვადასხვა ფონდები საზოგადოების წესდების მიზნებიდან გამომდინარე.
  • შექმნას სამეურნეო ორგანიზაციები ან საწარმოები, მათ შორის ერთობლოვი საწარმოები საზღვარგარეთის ფირმებთან და ორგანიზაციებთან.
  • დადგენილი წესით შეიტანოს წინადადებები შესაბამის ორგანოებში, მშენებლობის სფეროში საზოგადოების წევრებისათვის საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე.
Last Updated on Tuesday, 27 March 2012 05:04