Print

,,ევროსაბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“(ECCE), ,,მსოფლიო

საბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“(WCCE)  და ,,თურქეთის პალატის

სამოქალაქო ინჟინერთა“ (TCCE) ორგანიზაციების ერთობლივი

კონფერენციის შესახებ თურქეთის რესპულიკა, ქალაქი

ანტალია (31 ოქტომბერი-1 ნოემბერი)


თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში 2011 წლის  31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ,,ევროსაბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“(ECCE), ,,მსოფლიო საბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“(WCCE)  და ,,თურქეთის პალატის სამოქალაქო ინჟინერთა“  (TCCE) ორგანიზაციების  მიერ  ჩატარებული იქნა ერთობლივი კონფერენცია თამაზე: ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სეისმური დაცვის“ შესახებ.

კონფერენციის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სეისმური მდგომარეობის შესწავლისა და მათი მეთოდების შემდგომი სრულყოფა.

კონფერენციაზე მოწვეული იქნა საერთაშორისო ექსპერტები, სადაც გაკეთებული იქნა ძირითადი მოხსენებები, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შესწავლისა და კონსერვაციის თაობაზე.

ზემოაღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ოფიციალურად მიწეული იქნა  ,,საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ პრეზიდენტი, მმართველი საბჭოს თავმჯდომარე იური სვანიძე და საზოგადოების საპატიო წევრი, მმართველი საბჭოს წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ედიშერაშვილი.

,,ევროსაბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“(ECCE)   და ,,ევროსაბჭოს

ინჟინერთა პალატის“(ECEC) ორგანიზაციების ერთობლივი

კონფერენციის შესახებ ბელგიის რესპულიკა, ქალაქი

ბრიუსელი (8 დეკემბერი 2011 წელი)


ბელგიის რესპუბლიკის ქალაქ ბრიუსელში 2011 წლის  8 დეკემბერს შედგა ,,ევროსაბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“(ECCE) და ,,ევროსაბჭოს ინჟინერთა პალატის“(ECEC) ორგანიზაციების ერთობლივი კონფერენცია თამაზე: ,,ევროპის ინჟინერთა პირველი დღე“, რომელიც ჩატარდა დიდი წარმატებით.

კონფერენციის ძირითად თემებს წარმოადგენდა:

დიპლომირებული ინჟინრების როლი ევროპაში
პროექტირების ხარისხი და საზოგადოების ნდობა

კონფერენციაზე მოწვეული იქნა ევროპარლამენტარები, ელჩები, ევროპის DGs კომისიის, ევროპის წამყვანი სახელმწიფო საინჟინრო ორგანიზაციების და სხვა ევროპის კავშირების ინსტიტუტების სახელმწიფო წარმომადგენლები. მომხსენებლად მოწვეული იქნა საერთაშორისო ექსპერტები.

ღონისძიებაზე ძირითადად ხაზი გაესვა ECCE-ის ორგანიზაციის ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპებს, რადგან ინჟინერთა პროფესიის ხედვა, მისი გადამწყვეტი როლი და წვლილი სამოქალაქო და საზოგადოებრივ ინტერესებისადმი და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის ამაღლება, ძლიერ სიგნალის გზავნილია, ევროპის კავშირისათვის გადაწყვეტილებების მიღებისას.

ზემოაღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად   ,,საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ პრეზიდენტის იური სვანიძის წარდგინებით ოფიციალურად მიწვეული იქნა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დასახურებელი მშენებელი, ევროკავშირის ექსპერტი მშენებლობის დარგში მალხაზ ბედიაშვილი და საზოგადოების საპატიო წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გივი ხომერიკი.

Last Updated on Tuesday, 27 March 2012 04:58
психологическая помощь | грузоперевозки по Москве | как заработать в интернете | отзывы об отелях и отзывы об автомобилях