Print

,,საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება“(სსის)

(GSCE)


,,საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება“(სსის) წარმოადგენს ,,ევროსაბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“(Europian council of civil Engineers-ECCE)  ორგანიზაციის ოფიციალურ წევრს, რომლის მიღება განხორციელდა ევროპის წამყვანი წევრი ქვეყნების პროფესიონალ ორგანიზაციათა ერთსულოვნად მხარდაჭერის საფუძველზე, „ევროსაბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“ ორგანიზაციის 54-ე ასამბლეაზე თურქეთის რესბუბლიკის, ქალაქ ანტალიაში 2011 წლის 28-29 ოქტომბერს.

(ECCE) ორგანიზაცია შეიქმნა 1985 წელს, ევროპის სამოქალაქო ინჟინერთა პროფესიონალ ორგანიზაციების მიერ, რათა დაეხმარონ ევროპას გარემოს დაცვისა და მშენებლობის სრულყოფის საკითხებში.

ECCE-ს  მიზნებს შეადგენს:

ევროკავშირის მიმართებაში:

  • უმაღლესი ტექნიკური და ეთიკური სტანდარტებით ხელშეწყობა.
  • უზრუნველყოს მიუკერძოებელი რჩევების მიწოდება.
  • სამშენებლო დარში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ეროვნული მთავრობებისა და ინსტიტუტების მიმართებაში:

  • ცალკეულ მთავრობებსა და პროფესიონალურ დაწესებულებებისათვის კონსულტაციების გაწევა და მათზე გავლენის მოხდენა.
  • პროფესიის მარეგულირებელი სხვადასხვა წესების ურთიერთ შეთავსებადობის მიღწევა და სტანდარტების შემუშავება.
  • სამოქალაქო ინჟინერთა პროფესიაში და დისციპლინარულ პროცედურებში, ქცევის ევროკოდექსის სტანდარტების შემუშავება და მათი გამოყენება მთელ კავშირის მასშტაბით.

პროფესია, დაკავშირებული ორგანიზაციებთან და მრეწველობასთან:

  • სამოქალაქო ინჟინერთა კადრების მომზადებისათვის, განათლების დონის ამაღლებისა და მხარდაჭერისათვის, კომპეტენტურობისა და სტაბილურობისათვის ხელმძღვანელი პრინციპების შემუშავება.
  • თავის დარგში, სტანდარტებისა და წესების, ევროკოდექსის ურთიერთ შეთავსებულობის მიღწევაში, ხელშეწყობა.
  • დარგში, უსაფრთხოების დონისა და ხარისხის ამაღლება და წახალისება.

 

,,ევროსაბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“  (ECCE) ორგანიზაციის წესდების თანახმად, წევრად მიღება ხორციელდება ორგანიზაციის ასამბლეაზე, რომელიც ტარდება ექვს თვეში ერთხელ, წევრთა ორი მესამედი ხმების მხარდაჭერის შემთხვევაში. წევრობა შესაძლებელია ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მხოლოდ ერთი ეროვნული პროფესიონალური ორგანიზაციისა.

ამჟამად ,,ევროსაბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“ (ECCE)  ორგანიზაციაში  ირიცხება 25 ევროპის წამყვანი ქვეყნების პროფესიონალური ორგანიზაცია.

,,საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“(სსის) ოფიციალურ წევრად მიღება ,,ევროსაბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“ ორგანიზაციაში, ჩვენი მხრიდან დიდი პატივით იქნა მიღებული და იმედს გამოვთქვამთ, რომ წევრობა ჩვენს საზოგადოებას საშუალებას მისცემს ევროპული მეთოდების დანერგვაში, ჩვენში მიმდინარე მშენებლობის მოთხოვნების შესაბამისობაში.

 

Last Updated on Tuesday, 27 March 2012 05:05
психологическая помощь | грузоперевозки по Москве | как заработать в интернете | отзывы об отелях и отзывы об автомобилях